ნატო - ალიანსი სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელ სამხედრო მობილიზებას ყურადღებით დააკვირდება

რუსეთის გადაწყვეტილება უკრაინის საზღვრებიდან ჯარის გაყვანისა და დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების შესახებ მნიშვნელოვანი და დროულია, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სააგენტოს ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან დეესკალაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მნიშვნელოვანი და დროული იქნება.

„ნატო სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელ სამხედრო მობილიზებას ყურადღებით დააკვირდება“, - განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ნატო მხარს უჭერს უკრაინას და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და უკრაინის ტერიტორიიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გუშინ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში მოულოდნელი შემოწმების პროცესი დასრულდა და ჯარი მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს