სპეციალური ოპერაციების ძალებში „აისი“ და „ახალგაზრდული ლეგიონის“ წარმომადგენლების სწავლება დასრულდა

ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრების სწავლება სტრესულ სროლებში შეჯიბრით დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მონაწილეებს სერთიფიკატები და სასაჩუქრე დაფა სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცა, მათ წარმატებები უსურვა და მომავალში თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

„აისის“ და „ახალგაზრდული ლეგიონის“ წარმომადგენლებმა ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა სპეცოპერაციების მებრძოლების მიერ ჩატარებულ საცეცხლე მომზადებაში, ავტომატური და სნაიპერული შაშხანით, ასევე გლოკის სისტემის პისტოლეტით ახლო მანძილზე სროლაში და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების შესრულებაში. მონაწილეებს ორი კვირის განმავლობაში ინდივიდუალური ვარჯიში საცეცხლე მომზადებაში სპეციალური ოპერაციების ძალების ინსტრუქტორების მიერ ჩაუტარდათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდულ ლეგიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. მემორანდუმის თანახმად სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დიალოგები და კონსულტაციები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს