სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 15 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 212 114 შემთხვევაა დადასტურებული. სომხეთში დღემდე ვირუსს 3 984 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 192 281-ია.