ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - აშშ-დან ტურისტების მოსაზიდად პრეს-ტური იმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კომპანია „Caucasus Travel/Georgian Hospitality Group“ მოწვევით საქართველოში აშშ-დან სათავგადასავლო ტურისტული კომპანიების - “Mountain Travel” და „Sobek Expeditions“-ის დამფუძნებელი რასელ დაგატი იმყოფება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ცნობილი ამერიკელი და ევროპელი ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრეს-ტურს გამართავს.

მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი პრეს-ტურის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით რასელ დაგატი თბილისს, სტეფანწმინდას, ჯუთას, თრუსოს, ანანურს, ატენს, უფლისციხეს, გორს, ქუთაისს, მარტვილს, ზუგდიდს, მესტიას, ბათუმს, გოდერძის უღელტეხილს, ზარზმასა და ვარძიას ეწვია. რასელ დაგატი თბილისში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მაისის თვეში საქართველოში დაგეგმილი პრეს-ტური „ციფრული დღეები საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გაიმართება. პრეს-ტურის მიზანია აშშ-სა და ევროპიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს ტურისტული მიმართულების გაცნობა.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა განაცხადა, მაისში დაგეგმილია ცნობილი ამერიკული პლატფორმა Steller-ის, სოციალური ქსელების: Facebook-ისა და Instagram-ის წამყვანი ბლოგერების, ინფლუენსერების ვიზიტი საქართველოში.

„პროექტ „ციფრული დღეები საქართველოში“ ფარგლებში ამერიკის წამყვანი ტურისტული კომპანიების დამფუძნებელი რასელ დაგატი საქართველოს ეწვია და წინასწარ დაათავლიერა ყველა ის ადგილი, რომელსაც პრეს-ტურის ფარგლებში ბლოგერები ესტუმრებიან. პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე, არამარტო ამერიკის, ასევე ევროპის ქვეყნებშიც”, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

როგორც „ Mountain Travel”-ისა და „Sobek Expeditions“-ის დამფუძნებელი რასელ დაგატo აღნიშნავს, მაისში საქართველოს ინფლუენსერები ეწვევიან.

„საქართველოში პირველად ვარ და აღფრთოვანებული ვარ. მე შემიყვარდა ეს ქვეყანა და მეუღლესთან ერთად აუცილებლად ვიმოგზაურებ. მაისში საქართველოში ინფლუენსერები ჩამოგვყავს, რომლებიც საქართველოს გარშემო იმოგზაურებენ და ქართულ ცხოვრებას გაეცნობიან. თითოეული მათგანი ინდივიდუალურ ამბავს მოამზადებს, რომელსაც ერთდროულად ერთ დღეს ატვირთავენ“,- აღნიშნავს რასელ დაგატo.

"Caucasus Travel" და "Georgian Hospitality Group"-ის დამფუძნებლის საბა კიკნაძის თქმით, ინფლუენსები, რომლებიც საქართველოში ჩამოვლნენ, პრაქტიულად მთელ ინგლისურ ენოვან სამყაროს მოიცავენ.

„დღეს, როდესაც ტურიზმი კოვიდ პანდემიის დარტყმიდან უნდა გამოვიდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ციფრული ინფორმაციის გავრცელებას. ინფლუენსები, რომლებიც საქართველოში ჩამოვლნენ, პრაქტიულად მთელ ინგლისურ ენოვან სამყაროს მოიცავენ და მათი მოთხრობილი შთაბეჭდილები პოსტ კოვიდურ პერიოდში შეიძლება უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე პირდაპირი რეკლამა ან სხვა სახის პრომოცია”, - აცხადებს საბა კიკნაძე.

იხილეთ ვიდეო:ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - აშშ-დან ტურისტების მოსაზიდად პრეს-ტური იმართება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა