რუსეთში აშშ-ის ელჩი ვაშინგტონში კონსულტაციისთვის ჩავიდა

რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ სალივანი ვაშინგტონში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „მოუთმენლად ველი ჩემს ოჯახსა და ახალ ადმინისტრაციაში ჩემს კოლეგებთან შეხვედრებს", - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს დალესის საერთაშორისო აეროპორტში.

ჯონ სალივანმა სამშაბათს დაადასტურა, რომ ვაშინგტონში კონსულტაციებისთვის გამგზავრებას გეგმავდა. მისი თქმით, მოსკოვში უახლოეს კვირებში დაბრუნდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 15 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ, პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა.

ამასთან, მოსკოვმა აშშ-ის ელჩს ვაშინგტონში ჩასვლა და ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებთან კონსულტაციების გამართვა „ურჩია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა