ზბიგნევ რაუ - საქართველო პოლონეთის ნამდვილი მეგობარი და მთავარი პარტნიორია რეგიონში

საქართველოსთან ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობები გვაკავშირებს. ეს შესანიშნავი თანამშრომლობაა. პოლონეთს სურს, საქართველო რეგიონში ძლიერი და განვითარებული პარტნიორი იყოს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ თავის ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან ბუქარესტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით საქართველო პოლონეთის ნამდვილი მეგობარი და მთავარი პარტნიორია რეგიონში.

„მივესალმეთ ახალ ამბებს თბილისიდან, რომ მმართველმა პარტიამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ეს გახლავთ დასტური იმისა, რომ საქართველო სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს. მინდა, ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო საქართველოს,“ - განცხადა პოლონეთის პირველმა დიპლომატმა.

ასევე, ზბიგნევ რაუ რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობას მიესალმება.

„აღნიშნული ფორმატი აერთიანებს აღმოსავლეთში ნატო-ს სამ ყველაზე დიდ წევრს. გვაქვს შესაძლებლობა, უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ უსაფრთხოების გარემო ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან. სწორედ ამიტომ, პირველად გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, რადგან გვსურს, სიღრმისეულად გავიგოთ სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში და მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები,“ - აღნიშნა მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა