აღმოსავლეთ იერუსალიმში შეტაკების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

აღმოსავლეთ იერუსალიმში ულტრამემარჯვენე ებრაელ აქტივისტებს, პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაპირისპირება დამასკოს კარიბჭესთან მოხდა, სადაც პალესტინელები საპროტესტო აქციას მართავდნენ და მათ ასობით ულტრამემარჯვენე ებრაელი აქტივისტი დაუპირისპირდა.

პოლიციამ, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა, მანათობელი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რასაც მომიტინგეების ნაწილმა ქვებისა და ბოთლების სროლით უპასუხა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

პალესტინის წითელ ნახევარმთვარის განცხადებით, მინიმუმ 100 პალესტინელი დაშავდა, მათ შორის 21-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

იერუსალიმში სიტუაცია რამდენიმე დღეა დაიძაბა. პალესტინელები აცხადებენ, რომ პოლიცია მათ დამასკოს კარიბჭესთან რამადანის დღესასწაულთან დაკავშირებული შეკრებების უფლებას არ აძლევს.

იხილეთ ვიდეო: აღმოსავლეთ იერუსალიმში შეტაკების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა