არჩილ თალაკვაძე შვეიცარიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში მისიას ამთავრებს და სამშობლოში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ პატრიკ ფრანზენს მადლობა გადაუხადა გასული წლების მანძილზე გაწეული სამსახურის და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაძლიერებისთვის.

“საქართველოსა და შვეიცარიას სამაგალითო ურთიერთობები აქვთ და თქვენი პირადი წვლილი ამაში განსაკუთრებულია. საქართველო თავის მეგობრებს არ ივიწყებს და თქვენ და თქვენს ოჯახს, ყოველთვის გელით საქართველოში”, - ამ სიტყვებით მიმართა არჩილ თალაკვაძემ ელჩს დამშვიდობებისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა