რუსეთმა ყირიმიდან ჯარის გაყვანა დაიწყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ყირიმიდან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო, რომლებიც სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის თავდაცვის მინისტრისა და არმიის გენერლის, სერგეი შოიგუს მითითების თანახმად, სამხრეთ სამხედრო ოლქის და საჰაერო სადესანტო ჯარების ძალებმა, რომლებიც მოულოდნელი შემოწმების პროცესში იყვნენ ჩართულები, 23 აპრილს მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნება დაიწყეს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, არმიის ნაწილები და ფორმირებები რკინიგზის სადგურების, აეროდრომებისკენ მიემართებიან და სადესანტო გემებში, რკინიგზის პლატფორმებსა და სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებში სხდებიან. ევროკავშირის ოფიციალური პირების შეფასებით, ყირიმსა და უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 100 000-მდე ჯარისკაცი იყო მობილიზებული.

იხილეთ ვიდეო: რუსეთმა ყირიმიდან ჯარის გაყვანა დაიწყო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო