რუსეთმა ხუთი პოლონელი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

რუსეთმა პოლონეთის ელჩს კრიშტოფ კრაევსკის პოლონეთის დიპლომატიური მისიის ხუთი თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. მათივე ინფორმაციით, დიპლომატებმა რუსეთი 15 მაისამდე უნდა დატოვონ.

„აღინიშნა, რომ რუსი დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით პოლონეთის პროვოკაციულ ქმედებების საპასუხოდ, ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებით, სამინისტრომ რუსეთის ფედერაციაში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს 5 თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. მათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია 2021 წლის 15 მაისის დღის ბოლომდე უნდა დატოვონ,“- აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, 15 აპრილს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

იხილეთ ვიდეო:რუსეთმა ხუთი პოლონელი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა