ლადო პაპავა ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმაზე - რადგან ირაკლი ღარიბაშვილს ერთხელ უკვე გაუკეთებია ასეთი დოკუმენტი, მას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდეს

სანამ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი შეხვდებოდა, მე მასთან მქონდა 1-საათიანი, ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკაზე, გეგმაზეც და მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ სტრატეგიის გამოყენება, - ამის შესახებ, ეკონომიკის ექსპერტმა, ლადო პაპავამ, ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმაზე საუბრისას, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში - „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს ერთხელ უკვე გაუკეთებია ასეთი დოკუმენტი, მას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდეს.

„რა თქმა უნდა, დღეს არც 2013 წელია, არც 2014, არა მარტო ქრონოლოგიურად ვგულისხმობ, რომ სხვა თარიღებია, არამედ დღეს, პანდემიური კრიზისია. პირველ რიგში, ეს კრიზისია დასასრულებელი, თანაც ისეთი ეკონომიკური კრიზისია, რომელზეც არა ერთხელ გვისაუბრია, რომ გამოწვეულია მედიცინით, ამიტომ მედიცინამ უნდა დაძლიოს ეს კორონავირუსი, ვაქცინაცია, მკურნალობის მეთოდები და მერე ეკონომიკასაც ეშველება, რომ ფეხზე დადგეს. ამიტომ, ეს პრობლემები დღეს არის პრიორიტეტული, მაგრამ ხედვა უნდა არსებობდეს, ქვეყანა საით მიდის.

საერთოდ, მთავრობაში მყოფ პოლიტიკოსებს არ უყვართ გრძელვადიანი ხედვა და რატომ, იმიტომ, რომ პოლიტიკური ციკლი არის ხანმოკლე - 4 წელიწადში ერთხელ პარლამენტში არჩევნებია, ხოლო მთავრობის წევრი, შეიძლება, იმ 4 წელიწადზე ადრეც შეიცვალოს. ამიტომ, მთავრობის წევრებისთვის, ტურიზმი უფრო ადვილი განსაჭვრეტია, ხარჯიც ნაკლები უნდა და შედეგიც მალე ჩანს. ტურიზმი აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ ტურიზმი არ უნდა იყოს 10 წლიან გეგმაში.

ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში, რაც მე პრემიერ-მინისტრს გავუზიარე შეხვედრის დროს და იმედი გამოვთქვი, რომ მას, რადგან ერთხელ უკვე გაუკეთებია ასეთი დოკუმენტი, მას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდეს. პირველ რიგში, ფეხზე უნდა დადგეს ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორი - მრეწველობა, სოფლის მეურნეობა. უნდა დავიწყოთ ქვეყნის გადაყვანა ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე, რომლის გარეშეც ქვეყანაში დიდი დამატებული ღირებულება ვერ შეიქმნება და ჩვენი საექსპორტო პოტენციალიც ყოველთვის იქნება მწირი. ამას სჭირდება დრო და სწორედ ამას სჭირდება 10 წლიანი ხედვა.

პრემიერ-მინისტრთან მქონდა შეხვედრა და მე საკმაოდ კმაყოფილი გამოვედი, რადგანაც მივხვდი, რომ ძალიან ბევრ საკითხში ჩვენი აზრები ემთხვეოდა. მისი წინადადებები გავიზიარე და მანაც გაიზიარა ჩემი“, - აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა.

ლადო პაპავამ ასევე განაცხადა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა სტრატეგია 2020, ეს პროექტი ბოლომდე მიიყვანა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მერე მოვიდა ისეთი პრემიერ-მინისტრი, რომლის პოლიტიკური ნება არ იყო და პრიმიტიულ სქემებზე გადაიყვანა საქართველოს ეკონომიკა.

„ამიტომ, პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ვხედავ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ეს ნება აქვს. ხოლო დანარჩენი, როგორ შეფასდება, ეს უნდა შეფასდეს პრაქტიკული შედეგებიდან გამომდინარე. ეს არ უნდა იყოს გაყინული დოკუმენტი, ეს უნდა იყოს ცვალებადი, ყოველწლიურად განახლებადი“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია