ნათია თურნავამ შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია „ფაბრიკა 1900“ მოინახულა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია „ფაბრიკა 1900“ მოინახულა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, კომპანიამ ახალი მანქანა-დანადგარების შეძენა და არსებული საწარმო შენობის გაფართოვება, აშენება-გამართვა შეძლო.

უწყების ინფორმაციით, შესაბამისად, გაიზარდა წარმოების მოცულობა და დასაქმებულთა რაოდენობა. ამ ეტაპზე კომპანიაში 150 ადამიანია დასაქმებული.

„შპს ,,ფაბრიკა 1900“ თვეში 600 ტონა შესაფუთ მასალას ამუშავებს, რომელიც არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი. აღნიშნული, სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებზე მზადდება. მოცემული პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივი ბაზრის გარდა ექსპორტზეც ახდენს, კერძოდ: სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში.

შპს ,,ფაბრიკა 1900“ სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 წლის განმავლობაში სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა