ლიეტუვა და ესტონეთი რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს

ესტონეთი, ჩეხეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად, რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს, - შესაბამის ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ჩეხეთის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ესტონეთი გააძევებს რუს დიპლომატს, რომლის საქმიანობა ვენის კონვენციის შესაბამისად, დიპლომატიურ საქმიანობას არ შეესაბამება,“- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო ლიეტუვამაც. საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიპლომატებმა ქვეყანა 7 დღის ვადაში უნდა დატოვონ.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი პრაღის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად გადაიდგა.

შეგახსენებთ, დღესვე ცნობილი გახდა, რომ საკუთარი ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება ლატვიამაც მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა