კახა კალაძე - ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მაქვს და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ

ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მაქვს და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა პოლიტიკურ მომავალს „ქართულ ოცნებაში“.

როგორც კალაძე განმარტავს, მცდარია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ის ჯანმრთელობის მდგომარეობას იყენებს პოლიტიკიდან წასასვლელად.

„მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, პარალელურად დედაქალაქის მერი. შესაბამისად, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას და იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დამაკისრა თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ამასთან დაკავშირებით გითხარით ჩემი პოზიცია, რომ მოგვიანებით ყველაფერი იქნება ცნობილი თქვენთვის, საზოგადოებისთვის.

მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, პოლიტიკიდან მივდივარ. ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქოს მოვიგონე და ეს უნდა გამოვიყენო, რომ პოლიტიკიდან წავიდე. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ“,-აცხადებს კალაძე.

იხილეთ ვიდეო:კახა კალაძე აცხადებს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და აგრძელებს მკურნალობას, მაგრამ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა