კახა კალაძე - თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ყველას უნდა შეეხოს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეთანხმებაშიც არის გაწერილი.

„ამნისტია ყველას შეეხება, შეთანხმებაშიც მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა, თუმცა როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსისგან განცხადებებს ვისმენთ, ისინი ამნისტიას არ გამოიყენებენ და ალბათ, უნდა მივცეთ პოლიტიკოსებს იმის შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ თუ არა. ჩემი პოზიცია არის ის, რომ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას",-განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა