საფრანგეთში თავდამსხმელმა პოლიციის განყოფილების შესასვლელთან ქალი დანით სასიკვდილოდ დაჭრა

საფრანგეთში თავდამსხმელმა პოლიციის განყოფილების შესასვლელთან პოლიციის ადმინისტრაციის ქალი თანამშრომელი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. შემთხვევა პარიზის მახლობლად, ქალაქ რამბუიეში მოხდა.

ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელი ტუნისიდან იყო წარმოშობით და საფრანგეთში ლეგალურად ცხოვრობდა. ის პოლიციელების მხრიდან გახსნილი ცეცხლისას დაიღუპა. პოლიცია შესაძლო მოტივზე ჯერ არ საუბრობს. მომხდარზე გამოძიება საფრანგეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა სამსახურმა დაიწყო. მომხდარს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა ტერორისტული თავდასხმა უწოდა. პარიზის რეგიონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ტერორისტული მოტივი არ გამოირიცხება.

„ფრანს 24“ გამოძიებასთან კავშირში მყოფ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელმა ტერიტორია წინასწარ შეამოწმა, შემდეგ კი თავდასხმისას დაიყვირა „ალაჰ აკბარ“ და ქალს დანა ყელში ორჯერ ჩაარტყა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს