ჯო ბაიდენი ივნისში „დიდი შვიდეულის“, ნატო-სა და აშშ-ევროკავშირის სამიტებს დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ივნისში დიდ ბრიტანეთსა და ბელგიას ესტუმრება, რაც პრეზიდენტის რანგში საზღვარგარეთ მისი პირველი ვიზიტი იქნება, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტი გამოკვეთს პრეზიდენტის ერთგულებას ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაუმჯობესებისა და კავშირების აღდგენის მიმართულებით.

ბაიდენი 11-13 ივნისს, ბრიტანეთში, კორნუოლში „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწრება. აქვე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან. შემდეგ ბაიდენი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც 14 ივნისს დაგეგმილ ნატო-ს სამიტს დაესწრება.

როგორც თეთრ სახლში აღნიშნავენ, პრეზიდენტი ბაიდენი დაადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას ნატოს, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების და კოლექტიური თავდაცვის მიმართ. ბრიუსელში ჯო ბაიდენი აშშ-ევროკავშირის სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას. ლიდერები განიხილავენ საერთო დღის წესრიგს გლობალური ჯანდაცვითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გლობალური ეკონომიკის აღდგენის სტიმულირებისთვის, კლიმატის ცვლილების მოსაგვარებლად, ციფრული და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების, დემოკრატიის განმტკიცებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხების გადასაჭრელად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა