„ჯორჯიან მანგანეზი“ - ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს ხელფასი გაეზარდათ

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაციისა და პროფკავშირების ინტენსიური მუშაობა, დასაქმებულებისთვის ანაზღაურების მატებასთან დაკავშირებით, შედეგიანად დასრულდა.

„როგორც დღეს უკვე აღინიშნა, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიაში ანაზღაურების შესაძლო მატებაზე მუშაობა ჯერ კიდევ ახალი წლიდან მიმდინარეობდა.

ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავებული წინადადება საამქროს ხელმძღვანელების მიერ საამქროს ყველა დასაქმებულებს დღეს ეცნობათ. მატების შეთავაზებამ ერთმნიშვნელოვანი მოწონება დაიმსახურა.

შესაბამისად, შემდგარი შეთანხმების მიხედვით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშა-მოსამსახურეების ანაზღაურება მაისიდან 250 (დარიცხული) ლარით გაიზრდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა