ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო - 10 თვის შემდეგ პირველად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, პირველად ბოლო 10 თვის მანძილზე, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დარეგისტრირებულა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათივე ცნობით, ბოლოს ასეთი სახის ინფორმაცია, რომ ვირუსს არავინ ემსხვერპლა, 2020 წლის 29 ივნისით თარიღდება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ისრაელში 35027 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ვირუსი 129 ადამიანს დაუდასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 837 870 შემთხვევა დაფიქსირდა, 6346 გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელში მოსახლეობის 54%-ზე მეტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა უკვე მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა