ინდოეთში კორონავირუსის 346 786 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 346 786 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან, - შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსს 2 624 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინდოეთში, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 16.6 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული და დაღუპულია 189 544 ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილებისა და ჟანგბადის მარაგის დეფიციტია. მაჰარაშტრის შტატის ქალა ნაშიკის საავადმყოფოში ოთხშაბათს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული 24 კოვიდპაციენტი დაიღუპა, რისი მიზეზიც ჟანგბადის მარაგის ამოწურვა გახდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს