კანადის პრემიერ-მინისტრი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრიუდო და მისი მეუღლე სოფი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პრემიერმა და მისმა მეუღლემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთეს.

„დღეს ჩვენი რიგი დადგა, ასე რომ მე და სოფიმ ვაქცინა გავიკეთეთ და მოხარული ვართ, რომ ეს გავაკეთეთ! შეიტყვეთ როგორ, როდის და სად შეგიძლიათ გაიკეთოთ აცრა,“- წერს ტრიუდო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მან მედიკოსებს, რომლებიც ქვეყანაში ვაქცინაციას ახორციელებენ, მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ისინი ყველაზე მნიშვნელოვან და დასაფასებელ საქმეს აკეთებენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა