რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს

რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სერგეი კოშლევი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოიძახეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში რუსეთის საელჩო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

”დღეს რუსეთის ელჩმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე მკაცრად უარყო რუსეთის წინააღმდეგ წაყენებული უსაფუძვლო ბრალდებები ევროატლანტიკური სივრცეში დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებთან დაკავშირებით”, - აცხადებენ რუსეთის საელჩოში.

მანამდე განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უწყებაში დაიბარეს, რათა გამოეხატათ შეშფოთება დესტაბილიზაციისკენ მიმართული იმ ქმედებების გამო, რასაც რუსეთი ევროატლანტიკური სივრცეში, მათ შორის ალიანსის ტერიტორიაზე, ახორციელებს და ეჩვენებინათ ჩეხეთის რესპუბლიკის მიმართ სრული მხარდაჭერა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა