რუსეთისა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

რუსეთისა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა, სერგეი შოიგუმ და ვაგარშაკ არუთუნიანმა, დღეს ტელეფონით ისაუბრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო მისიის პროცესის მიმდინარეობა, სომხეთის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე მასშტაბური რეფორმების ძირითადი მიმართულებები და სომხეთ-რუსეთის ერთობლივი კონტინგენტის მოქმედებები და მომავალი გეგმები განიხილეს. ამასთან, სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა რეგიონულ საკითხებზეც ისაუბრეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა