გიორგი ხელაშვილი - სენატორების მიერ წარდგენილი რეზოლუცია მნიშვნელოვანია, ძნელად წარმოსადგენია, ამაზე უფრო გასაგებად ჩვენს რომელიმე დასავლელ პარტნიორს რაიმეზე ესაუბრა საქართველოსთან დაკავშირებით

ძნელი წარმოსადგენია, ამაზე უფრო გასაგებად ჩვენს რომელიმე დასავლელ პარტნიორს რაიმეზე ესაუბრა საქართველოსთან დაკავშირებით, - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი გიორგი ხელაშვილი ამერიკელი სენატორების მიერ წარდგენილ რეზოლუციას.

როგორც ხელაშვილმა უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული რეზოლუცია მნიშვნელოვანია.

„ეს რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია, მასში ორ პუნქტს გამოვყოფდი. პირველი ისაა, რომ იქ, ერთ-ერთი სენატორის, შაჰინის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო არა მარტო რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის არის ლაკმუსის ქაღალდი, ნიშნული, რომლითაც ისინი მსჯელობენ, საით მიდის დემოკრატია. მეორე საკითხი ისაა, რომ რეზოლუცია იხსნება იმ შეთანხმების მთავარი პუნქტით, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და პარლამენტი დაემსგავსოს პარლამენტს. ამაზე უფრო მეტად გასაგებად ძნელი წარმოსადგენია, ჩვენს რომელიმე დასავლელ პარტნიორს რაიმეზე ესაუბრა საქართველოსთან დაკავშირებით“,- განაცხადა ხელაშვილმა.

რაც შეეხება უმრავლესობის სხდომას, როგორც ხელაშვილი ამბობს, შეხვედრაზე ყველა მიმდინარე პოლიტიკურ თემას განიხილავენ.

„განვიხილავთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ასევე ჩვენი პარტიის ლიდერების ვიზიტებს ბრიუსელში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო არა მარტო პარტიისთვის, არამედ საქართველოსთვის.

ახალი რეალობა გვაქვს, როდესაც პარლამენტი იკრიბება. შეკრების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ახალი გზების დასახვა როგორც ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის, ასევე პოლიტიკური პროცესის ნორმალურ ვითარებაში გადატანისთვის“,- განაცხადა ხელაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკელმა სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშიმ აშშ-ის სენატში წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, "გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას" და საქართველოს პარლამენტის პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს სრულად განახორციელონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 2021 წლის 18 აპრილს შეთავაზებული და 19 აპრილის ხელმოწერილი კომპრომისი.

ამასთან, რეზოლუცია პარლამენტის არჩეულ წევრებს თავიანთი ადგილების დაკავებისკენ, მთავრობას კი სისტემური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა