დავით ჭიჭინაძე - როგორც მელიას ინტერესი არ გაითვალისწინა ოპოზიციის ნაწილმა, ისე არც ამომრჩევლის და ქვეყნის ინტერესებს არ გაითვალისწინებენ

„თუ ალეკო ელისაშვილს აუხდა საბედისწეროდ იმ მართალი კახელი კაცის წინასწარმეტყველება და „მარცხი მოუვიდა“, ამათ რატომ გონიათ, რომ იგივე არ დაემართათ? ან რატომ ჰგონიათ ამ ხელმომწერებს, რომ მასზე უკეთესები არიან? - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, როგორც ნიკა მელიას ინტერესი არ გაითვალისწინა ოპოზიციის ნაწილმა, არც ამომრჩევლის და ქვეყნის ინტერესებს გაითვალისწინებენ.

„რატომღაც ვფიქრობ, ბევრს ავიწყდება, რომ ეს სახელმწიფოა და არა ბაზარი! აბა, ან ეს ამნისტია რას ნიშნავს, ან გირაო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც კობახიძის პირდაპირი აღიარებითი ჩვენება არსებობს, რომ მელიას დაჭერა პოლიტსაბჭოზე გადაწყდა. ან რომელ კანონში წერია, დაიფიცოს მელიამ, რომ გადაიხდის გირაოს და მერე შევა პროკურატურა გირაოს მოთხოვნითო? თუ მართლა დიდი იდეისთვის ვიბრძვით, ქვეყანას სამართლიანობა სჭირდება პირველ რიგში. რაც ნიშნავს იმას, რომ: ღირსებისთვის ბრძოლის გამო დაჭერილ ადამიანს ვაჭრობა არ უნდა მოუწყო და შენ ამ დროს პარლამენტში კაბინეტეს არ უნდა ირჩევდე. არც ტყვეებით არ უნდა ვაჭრობდენ ცივილურ სახელმწიფოში! და არც ელჩებისგან უნდა მივიღოთ დამცინავი პასუხი აღარასოდეს: „რა გაგიკვირდათ, რა მოხდა ისეთი, რაც აქამდე არ მომხდარა თქვენთან, რა ისტერიკა ატეხეთო“.

დღეს კი, რაც ზუსტად ვიცით არის ის, რომ როგორც მელიას ინტერესი არ გაითვალისწინა ოპოზიციის ნაწილმა, ისე არც ამომრჩევლის და არც ქვეყნის ინტერესებს არ გაითვალისწინებენ არასოდეს.

რადგან, 6 თვეა ბრძოლა მიდის, ხალხმა დაიჯერა, რომ ვადამდელი არჩევნებია მთავარი და ახლა თურმე, 43% ადგილობრივ არჩევნებზე ყოფილა ევროპული გზა და ჩქარ-ჩქარა მოაწერეს ხელი და შეცვივდნენ პარლამენტში.

ისე, ევროკავშირის ელჩების მაგიდიდან რომ ადგნენ და ზურაბიშვილისკენ გაემართნენ, გზად მაინც შეევლოთ ნიკასთან, ტელევიზორიდან რომ არ გაეგო იმ კაცს ყველაფერი.

მითუმეტეს, რომ დეპუტატის მანდატი ყველას აქვს და პრობლემა არ ექნებოდათ, მაგრამ ბანკეტზე აგვიანდებოდათ, როგორც ჩანს“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა