ინდოეთში, ჩინეთის საზღვართან, ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც მინიმუმ 8 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შემთხვევა, რომელიც მყინვარიდან ყინულის მასის ჩამოშლამ გამოიწვია, უტარაკჰანდის შტატში, ჩამოლის დასახლებაში, მოხდა. არმიის წარმომადგენლებმა 384 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
მედიის ინფორმაციით, საკომუნიკაციო ქსელის აღდგენის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან თოვლმა გზების ჩაკეტვა გამოიწვია.
შეგახსენებთ, თებერვალში, უტარაკჰანდის შტატში, მყინვარიდან მასის ჩამოშლამ წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.