ინდონეზიის გაუჩინარებული სამხედრო წყალქვეშა ნავის ადგილმდებარეობა დაადგინეს, აღმოჩენილია ნავის ნამსხვრევები

ინდონეზიის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული სამხედრო წყალქვეშა ნავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს და ნავის ადგილმდებარეობა დაადგინეს.

მათი თქმით, აღმოჩენილია ნავის საპოხი მასალის ბოთლი და ტორპედოს დამცავი მოწყობილობა.

სკანერებმა კი დაადგინეს, რომ წყალქვეშა ნავი წყალქვეშ დაახლოებით 850 მეტრის სიღრმეზე იმყოფება. ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, ისინი ნავის ამოსაყვანად ემზადებიან.

რაც შეეხება ნავზე მყოფი ეკიპაჟის 53 წევრს, მათი მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია.

ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ძალების უფროსის, იუდო მარგონოს თქმით, ნავი უკვე არა დაკარგულად, არამედ ჩაძირულად ითვლება.

„ავთენტური მტკიცებულებებით, რომლებიც, როგორც ვფიქრობთ, წყალქვეშა ნავიდან არის, გადავედით „დაკარგულის“ ფაზიდან „ჩაძირულის“ ფაზაში გადავედით, ”- თქვა მარგონომ.

შეგახსენებთ, ინდონეზიის სამხედრო წყალქვეშა ნავი, რომლის ბორტზეც 53 ადამიანი იმყოფებოდა, ოთხშაბათს გაუჩინარდა. ის კუნძულ ბალისთან სასწავლო წვრთნებს ატარებდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო