ჯუანშერ ბურჭულაძე უწყების მიმართ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის „მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა და თავდასხმა ქართულ ჯარზე“

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უწყების მისამართით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა და თავდასხმა ქართულ ჯარზე.

მისი განცხადებით, უსაფუძვლო ბრალდებები ქართულ ჯარში იმ უპრეცედენტო აღმშენებლობის პროცესს უკავშირდება, რომელიც პრემიერის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და კვლავაც გრძელდება.

„მან აბსურდი უწოდა ბრალდებებს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს სამხედროებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას და აღნიშნა, რომ ქართული ჯარის მხარდაჭერა, სწორედ იმ წარმატებულმა რეფორმებმა განაპირობა, რაც უწყებაში ბოლო პერიოდში განხორციელდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯუანშერ ბურჭულაძე გარკვეული მედიასაშუალებების მიერ აუდიტის დასკვნის ინტერპრეტაციასაც გამოეხმაურა.

„ეს არის წინა ხელისუფლების ჩინოვნიკების მიერ მიტაცებული თანხები, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება და ბუნებრივია, ეს არის დებიტორად აღრიცხული ჩვენს ბალანსში. უნდათ, რომ ეს წარმოაჩინონ ჩვენი ხელისუფლების ნაკლოვანებად. ჩვენ პირიქით, გავასწორეთ აღნიშნული მონაცემები ბალანსში და 2020 წელი იქნება გასწორებული საბჭოთა მემკვიდრეობიდან მოყოლებული. ეს ვერ შეძლო ვერც ერთმა ხელმძღვანელობამ“, - განმარტა მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ