გიორგი ვაშაძე - მომავალში აღარ გვინდა დავუბრუნდეთ მელიას პოლიტპატიმრობის საკითხს, გირაო ციხიდან დროებით გამოშვებას ნიშნავს, ამიტომ მელიას საქმე ამნისტიით დაიხურება

აღარ გვინდა დავუბრუნდეთ მელიას პოლიტპატიმრობის საკითხს მომავალში. გირაო ნიშნავს ციხიდან დროებით გამოშვებას,მაგრამ ვიცით,რომ პოლიტიზირებულად მოტივირებული მართლმსაჯულება მას მაინც შეაბრუნებდა ციხეში, ამიტომ მელიას საქმე ამნისტიით დაიხურება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "რუმსში" განუცხადა, სადაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა.

გიორგი ვაშაძის თქმით, შეთანხმდნენ, რომ სრული კოორდინაცია ექნებათ სამოქალაქო სექტორათან ყველა საკითხთან დაკავშირებით ეს იქნება ამნისტია, საარჩევნო რეფორმა თუ სასამართლო რეფორმა.

"ყველა კანონპროექტი, რაც შემუშავდება, მათთან გავივლით კონსულტაციებს და მათი უშუალო მონაწილეობით მივიღებთ საბოლოო რედაქციებს, რომელსაც მხარს დავუჭერთ პარლამენტში. ჩემი აზრით, ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა იმისათვის, რომ დაფიქსირებულიყო, რომ ეს შეთანხმება არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ახლა ყველა მხარე უნდა ჩაერთოს ამ დოკუმენტის მაქსიმალურად სწრაფ რეალიზებაში ისე, როგორც ამას სენატი მოგვიწოდებს", - აცხადებს ვაშაძე.

კითხვაზე, ნიკა მელიას თუნდაც რომ გადაეხადა გირაო, მაინც შემუშავდებოდა თუ არა ამნისტიის კანონპროექტი, ვაშაძე პასუხობს, რომ "გირაო ამნისტიას არ ანაცვლებდა".

"ეს იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია. გავამარტივებ სიტყვებს და ვიტყვი, რომ აღარ გვინდა დავუბრუნდეთ მელიას პოლიტპატიმრობის საკითხს მომავალში. გირაო ნიშნავს ციხიდან დროებით გამოშვებას, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიზირებულად მოტივირებული მართლმსაჯულება მას მაინც შეაბრუნებდა ციხეში, ამიტომ მელიას საქმე ამნისტიით დაიხურება და ეს იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების პრინციპული პოზიცია", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ეხება თუ არა ამნისტიის კანონპროექტი 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებულ სამართალდამცველებს, ვაშაძე პასუხობს, რომ დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა სწორედ იმას, რომ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ყველანაირი სპეკუპაცია დასრულდეს.

"სულ რაღაც 2 დღეში ყველა ნახავთ ტექსტს, ყველა დაინახავთ, რომ ისე არ არის საქმე, როგორც ზოგიერთს უნდა რომ წარმოაჩინოს. გარდა ამისა, ყველაზე მეტად ვწუხვარ იმაზე, რომ ადამიანები, რომლებსაც სიტყვა არ ამოუღიათ იმ კომპონენტებთან დაკავშირებით, რომლითაც ახლა სპეკულირებენ, ეს ყველაფერი ახლა დაიწყეს, რაც ძალიან ცუდია. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს - შეეხება ყველას, ვინც პროტესტში იღებდა მონაწილეობას, დაახლოებით 16 ადამიანია. შეეხება მათ შორის მათაც, ვისაც უკვე მისჯილი აქვს, ან საპროცესო გარიგება აქვს გაკეთებული და ა.შ. ასევე შეეხება იმ პოლიციელების საქმეებს, რომელიც ამჟამად არის გამოძიებაში. ჩვენი ინფორმაციით, საუბარი არის 3-4 პოლიციელზე, ოღონდ ამნისტიის აქტი არ არის კონკრეტულ პერსონებზე, ის არის კონკრეტულ მუხლებზე. შესაბამისად, ამნისტიის კანონში ჩაიწერება მხოლოდ ის მუხლები, რომელზეც ეს ადამიანები არიან, რაც შეეხება თვალის დათხრის საქმეს, ეს კონვენციით დაცული მუხლია. დღეს ჩვენ დადასტურება მივიღეთ საია-სგან, რომელიც ამ საქმეს სტრასბურგში პროფესიონალურად უდგება. მათზე ცოტა ნაწყენი განცხადებები მქონდა და უნდა ვაღიარო, რომ საია-ს ახალი თავმჯდომარე პროფესიონალია. მან ეს საკითხი დეტალურად განგვიმარტა, რაც ნიშნავს შემდეგს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ მთლიანად ამ საქმეების კვალიფიკაცია შეიცვლება და კონვენციით დაცული მუხლებით, რომელიც ვერ იქნება ამნისტიის კანონში, მოხდება ამ საქმეების გამოძიება. ამიტომ, ჩემი აზრით, ამით უნდა დასრულდეს ყველა სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით",- აცხადებს ვაშაძე.

გარდა ამისა, როგორც მან განმარტა, ხვალ ამ ზეგ კომუნიკაცია ექნებათ ხელისუფლებასთან, სადაც ნახავენ მათ "ჩუმ ჩანაფიქრს". "ამ ჩუმი ჩანაფიქრების მერე გეტყვით, რეალურად რა უნდათ", - აცხადებს ვაშაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა