გერმანია ინდოეთიდან მგზავრების შესვლას ზღუდავს

გერმანიაში ინდოეთიდან შესვლის ნებართვა მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებს ექნებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვა მომავალი კვირის ორშაბათიდან ამოქმედდება.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ინდოეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი ვარიანტი გახდა.

„ძალიან გვაღელვებს ვირუსის ახალი მუტაცია, რომელიც ინდოეთშია აღმოჩენილი. იმისათვის, რომ ჩვენს ვაქცინაციის პროგრამას საფრთხე არ შეექმნას, ინდოეთთან მოგზაურობა მნიშვნელოვნად უნდა შეიზღუდოს,“- განაცხადა მინისტრმა.

ცნობისათვის, ინდოეთიდან მგზავრების შესვლა შეზღუდული აქვთ გაერთიანებულ სამეფოს, კანადას, ქუვეითსა და ირანს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა