საქართველოს წარმომადგენელმა OECD-ის საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით, საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ" ვირტუალურ ფორმატში გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მრავალმხრივი კონვენციის კონფერენცია თავმჯდომარის რანგში პირველად გახსნა საქართველოს წარმომადგენელმა ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულების ხელმძღვანელმა მარი ხურციძემ.

“აღსანიშნავია, რომ საქართველო კონფერენციის თავჯმდომარე ქვეყნად არჩეულ იქნა 2020 წლის ნოემბერში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც OECD-ის არაწევრი ქვეყანა, OECD-ში კონფერენციას უხელმძღვანელებს 3 წლის ვადით. კონფერენციას ესწრებოდა 180-მდე დელეგატი და მხარეებმა განიხილეს მრავალმხრივი კონვენციის (MLI) გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. მრავალმხრივი კონვენციის (MLI) მიზანია OECD-ის მიერ ინიცირებული „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის" (BEPS) პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებში. ამჟამად, მრავალმხრივი კონვენცია (MLI) ძალაშია 95 ქვეყნისთვის. საქართველომ აღნიშნულ კონვენციას ხელი მოაწერა 2017 წლის 7 ივნისს და იგი ძალაში შევიდა 2019 წლის პირველ ივლისს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა