ლევან სამუშია - არჩილ თალაკვაძე ივანიშვილმა და "ოცნებამ" გადააყოლეს  შეთანხმებას, რომელიც ჩვენი ფასილიტატორი ელჩების და დასავლელი პარტნიორების მეშვეობით დაიდო

"არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" გადააყოლეს შეთანხმებას, რომელიც ჩვენი ფასილიტატორი ელჩებისა და დასავლელი პარტნიორების მეშვეობით დაიდო", - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, თალაკვაძეს ხელი შეაწმინდეს თუ მას დააბრალეს, ეს სხვა საკითხია.

"ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი იმართებოდა წარმოუდგენელი უპატივცემულობა განახორციელა "ქართულმა ოცნებამ", მაშინ როცა მოლაპარაკების მაგიდასთან არ მოვიდა. მათ წინა დღით ხელი მოაწერეს არალევერანტულ დოკუმენტს, რომელიც განხილვაშიც არ ყოფილა. ამით ისინი ცდილობდნენ აერიდებინათ შეთანხმებაზე ხელის მოწერა. საუბარია პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე, ეს კი პირდაპირ მანიშნებელია, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმრები და ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა. ასევე, რეალურად გამოჩნდა ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა. ამ ვითარებიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ შეთანხმებით "ქართულმა ოცნებამ" აღიარა მარცხი. არჩილ თალაკვაძეს დაატოვებინეს თანამდებობა. მას არ აპატიეს ეს შეთანხმება. არ აპატიეს ის, რომ აღიარებულია უკვე საქვეყნოდ პოლიტპატიმრების არსებობა. ხელი შეაწმინდეს თუ მას დააბრალეს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ცალსახაა "ოცნებამ" და ივანიშვილმა არ აპატია არჩილ თალაკვაძეს მიღწეული შეთანხმება, რომელიც, ჩვენი ფასილიტატორი ელჩებისა და დასავლელი პარტნიორების მეშვეობით დაიდო" , - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. "ქართული ოცნებამ" სპიკერის პოზიციაზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინა, თავად არჩილ თალაკვაძე კი ვიცე-სპიკერის პოსტზე გადაინაცვლებს. როგორც თალაკვაძემ განმარტა, პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება სპიკერის პოსტი დაიკავოს ადამიანმა, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება.

სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა