კობა კობალაძემ აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ უწყების თანამშრომლებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

კობა კობალაძემ წითელი ჯვრის, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მადლიერება გამოხატა.

"ჩვენი ღირსეული მამულიშვილები დაუბრუნდნენ ოჯახებს. საქართველოს მიწა ეყარათ გულზე, მაგრამ დღეს ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ. საკმაოდ მძიმეა, მაგრამ, ამავე დროს ლოგიკურია ის, რომ ყველა, ვინც ამ ქვეყანას ღირსეულად თავს შესწირავს, აქვს უკვდავებაში გადასვლის უდიდესი მანდატი. არა მარტო საქართველოში ჩვენი თანამებრძოლების ოჯახები და უბრალოდ მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახები პოულობენ თავიანთ ოჯახის წევრებს, არამედ აფხაზებსაც უბრუნდებათ იმ ბრძოლების დროს დაკარგული თავისი ახლობლების ცხედრები. მე მინდა, კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო წითელი ჯვრის მიმართ, ჩვენი არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. პროცესი, სამწუხაროდ, გრძელდება-კიდევ ბევრია გადმოსასვენებელი და ღმერთის მადლით, ყველაფერს თავი დაედგმება”, - განაცხადა კობა კობალაძემ.

როგორც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში, სევერინ შაპაზმა განმარტა, აფხაზურ მხარესაცაა ერთი ოჯახი, რომელსაც, ეცნობა თავისი ახლობლის ნეშტის ამოცნობის შესახებ.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმ 13 ოჯახისათვის, რომელთაც გადაეცათ თავიანთი ახლობლების ამოცნობილი ნეშტები, მას შემდეგ, რაც მათ, თითქმის 30 მღელვარებითა და ტკივილით სავსე წელიწადი გაატარეს ორაზროვანი დანაკარგის პირობებში. აფხაზურ მხარესაცაა ერთი ოჯახი, რომელსაც, ეცნობა თავისი ახლობლის ნეშტის ამოცნობის შესახებ. ცხადია, დღეს ჩვენ, ვფიქრობთ და არ ვივიწყებთ იმ 2355 ოჯახსაც, რომლებსაც კვლავაც არ აქვთ არანაირი ინფორმაცია, არანაირი პასუხი, თავიანთი დაკარგული ახლობლების ხვედრის შესახებ და ჯერაც მოლოდინით ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ უფრო გავაძლიეროთ მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესი”, - განაცხადა სევერინ შაპაზმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მოგვიანებით, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ზიგურდი მურუსიძის, ლევან ფუხაშვილის, თამაზ ტატდაევის და ჯენერი კირთაძის სამხედრო პატივით დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ოჯახების სურვილით, ორი მებრძოლი_მიზდონ გაზდელიანი_სამგორის რაიონში, წინუბანში, ხოლო ლევან მემანიშვილი ბოლნისში დაკრძალეს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს