აკაკი ბობოხიძე - ჯერ იყო პასუხისმგებლობიდან გაქცევის მიზნით წავიდა ივანიშვილი, შემდეგ გადადგა გახარია, ახლა მიჰყვა თალაკვაძე, სავარაუდოდ, მალე გარკვეულ ნაბიჯს გადადგამს კალაძე

„ჯერ იყო და პასუხისმგებლობიდან გაქცევის მიზნით წავიდა ბიძინა ივანიშვილი, შემდეგ გადადგა გახარია, ახლა მიჰყვა არჩილ თალაკვაძე, სავარაუდოდ, მალე გარკვეულ ნაბიჯს გადადგამს კახა კალაძე“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე არჩილ თალაკვაძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „ქართულ ოცნების“ ჩამოშლის პროცესი მიმდინარეობს.

„ჩემი აზრით, არჩილ თალაკვაძის გადადგომა იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც კარგა ხანია მიდის „ქართულ ოცნებაში“. ჯერ იყო და პასუხისმგებლობიდან გაქცევის მიზნით წავიდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, შემდეგ გადადგა გიორგი გახარია, ახლა მიჰყვა არჩილ თალაკვაძე, სავარაუდოდ, ძალიან მალე გარკვეულ ნაბიჯს გადადგამს კახა კალაძე. ეს „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე ჩამოშლის თვალნათელი პროცესია“, - აცხადებს ბობოხიძე.

მისივე თქმით, „ქართულ ოცენებას“ ხელახალი არჩევნების დანიშვნა მოუწევს.

„არ ვიცი რა მოტვითი გადადგა არჩილ თალაკვაძემ ეს ნაბიჯი, ან რატომ შეარჩია ეს კონკრეტული დრო და მომენტი. ფაქტია, პროცესი მიდის. ჩემი აზრით, კახი კალაძეც შესაბამის დროს და მომენტს ელოდება, რომ თავისი განცხადება გააკეთოს. „ქართულ ოცენებას“ გარედან ზეწოლის გარეშეც მოუწევს რიგგარეშე არჩევნებზე წასვლა“, - აცხადებს ბობოხიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. "ქართულმა ოცნებამ" სპიკერის პოზიციაზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინა, თავად არჩილ თალაკვაძე კი ვიცე-სპიკერის პოსტზე გადაინაცვლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა