ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება სომეხთა მასობრივი მკვლელობის ხსოვნის დღეს გააკეთა.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც ოსმალეთის ეპოქაში სომხების გენოციდის დროს დაიღუპა და ვიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალში თავიდან ავიცილებთ მსგავს სისასტიკის განმეორებას. 1915 წლის 24 აპრილიდან დაიწყო სომეხი ინტელიგენციისა და საზოგადოებრივი ლიდერების დაკავება. ოსმალეთის ხელისუფლებამ მილიონნახევარი სომეხი გაადეპორტა ან მოკლა. ისინი კი, ვინც გადარჩა, იძულებული გახდნენ, ახალი სახლი და საცხოვრებელი ეპოვათ მსოფლიოში, მათ შორის შეერთებულ შტატებში. ათწლეულების განმავლობაში, სომეხმა იმიგრანტებმა მრავალგზის გაამდიდრეს შეერთებული შტატები, თუმცა ჩვენ არ დაგვიწყებია ტრაგიკული ისტორია, რომელიც მათმა წინაპრებმა ჩვენს ნაპირებთან მოიტანეს. პატივს მივაგებთ მათ ამბავს. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ დადანაშაულებისთვის, არამედ იმის გამო, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს“, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა სომხებს მოუწოდა მომავლისკენ გაიხედონ.

იხილეთ ვიდეო: ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს