არმენ სარქისიანმა ჯო ბაიდენს სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ სარქისიანმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მადლობა, ბატონო პრეზიდენტო. სომეხთა გენოციდის აღიარება გაბედული და შთამაგონებელი ქმედებაა. ის მნიშვნელოვანია სომეხი ერისთვის და ყველასთვის, ვინც მსოფლიოში სამართლიანობას ეძებს. ის ხსნის ახალ პერსპექტივებს აშშ-ისა და სომხეთის ურთიერთობებისთვის“, – წერს სომხეთის პრეზიდენტი.

ჯო ბაიდენის განცხადებას ასევე გამოეხმაურა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„მივესალმებით სომეხთა გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომლითაც პრეზიდენტი ბაიდენი მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი მასობრივი სისასტიკე გენოციდია“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:არმენ სარქისიანმა ჯო ბაიდენს სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო