ინდოეთში კორონავირუსის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 349 681 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან, - შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსს 2 767 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინდოეთში, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 17 მილიონამდე შემთხვევაა დადასტურებული და დაღუპულია 192 311 ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილებისა და ჟანგბადის მარაგის დეფიციტია.

იხილეთ ვიდეო: ინდოეთში კორონავირუსის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა