ირაკლი ქადაგიშვილი - ჩაითვალა, რომ ახალ რეალობაში, პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკური დაძაბულობის პროცესებისგან დისტანცირებული პირი უნდა ყოფილიყო

ჩაითვალა, რომ ამ ახალ რეალობაში, პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკური დაძაბულობის პროცესებისგან დისტანცირებული პირი უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, არჩილ თალაკვაძე პოლიტიკურ დებატებში უფრო აქტიურად ჩაერთვება.

“პარლამენტის მომავალი სამუშაო რეჟიმი კიდევ უფრო მეტ კონსენსუსსა და პარლამენტის თავმჯდომარისგან კიდევ მეტ ნეიტრალობას მოითხოვს, მისი ფუნქციების შესრულებიდან გამომდინარე. ამავდროულად, არჩილ თალაკვაძე, როგორც გუნდის გამორჩეული ლიდერი, უფრო მეტად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებსა და პოლიტიკურ დებატებში. პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკურ დებატებში ჩართვა მნიშვნელოვანწილად შეზღუდულია, რეგლამენტით შემოფარგლულია“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, საფუძველს მოკლებულია იმაზე საუბარი, თითქოს არჩილ თალაკვაძის გადადგომა, შესაძლოა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით იყოს გამოწვეული. მისი განცხადებით, თალაკვაძე გუნდთან შეთანხმებით მოქმედებდა და ეს იყო არა მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, არამედ საერთო, პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული გადაწყვეტილება.

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის თაობაზე არჩილ თალაკვაძემ გუშინ განაცხადა. მას ამ თანამდებობაზე კახა კუჭავა შეცვლის, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებდა. სწორედ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე აირჩევენ ახლა უკვე ყოფილ თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა