თავდაცვის სამინისტროსა და გერმანულ კომპანია Ottobock SE & Co. KGaA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, პროთეზების მწარმოებელ ცნობილ გერმანულ კომპანია (Ottobock) ოტობოკ-სა და შპს „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრს“ შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დოკუმენტს ხელი მოაწერეს - თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა, Ottobock SE & Co. KgaA-ის წარმომადგენლებმა, დენის ვოლტერმა და შპს „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა, თამილა ერისთავმა.

უწყების ცნობით, მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების მიწოდების ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფას, გერმანული მხარის მიერ პროფესიონალი კადრების დახმარებით სათანადო კონსულტაციების გაწევასა და ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია გერმანული მხარის წარმოებული დამხმარე საშუალებებით საქართველოში, „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრის“ ბაზაზე შესაბამისი ბენეფიციარების საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის დამზადება.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!