Bloomberg –კორონავირუსის წინააღმდეგ მსოფლიოში ერთ მილიარდზე მეტი ვაქცინა გამოიყენეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 172 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების ერთ მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 6.6%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 18.3 მილიონ ადამიანს უტარდება. აშშ-ში ვაქცინის 225 მილიონი დოზა გამოიყენეს, ჩინეთში- 216 მილიონი, ინდოეთში -140 მილიონი, ევროკავშირში კი 126 მილიონზე მეტი ვაქცინა გაკეთდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 55.3% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. მას ჩილე მოჰყვება, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოქალაქეთა 32.3%-მა მიიღო. მე-3 ადგილს აშშ იკავებს 28%-ით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა