აშშ ინდოეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება

აშშ შეშფოთებულია ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდით და გადაწყვეტილი აქვს ინდოეთის

ხელისუფლებასა და ჯანდაცვის სფეროს დახმარება აღმოუჩინოს - შესაბამის განცხადებას თეთრი სახლის პრეს-სპიკერი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, აშშ ინდოეთს ჟანგბადის ბალონებითა და ვაქცინების დამატებითი დოზებით დაეხმარება.

Reuters-ის ინფორმაციით, ინდოეთს ჟანგბადის ბალონები უკვე გაუგზავნა სინგაპურმა.

23 აპრილს, აშშ-ის სავაჭრო პალატამ პრეზიდენტ ბაიდენს მოუწოდა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ინდოეთი და ბრაზილია, AstraZeneca-ს ვაქცინებით დაეხმაროს.

ბოლო 2 კვირაა ინდოეთში ეპიდსიტუაცია გაუარესდა. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 349 681 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან. ინდოეთში, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 17 მილიონამდე შემთხვევაა დადასტურებული და დაღუპულია 192 311 ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო