ანრი ოხანაშვილი - ვერცერთი პოლიტიკოსი, რომელსაც სავარაუდო მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, სხვა პირთან, თუნდაც პოლიციელებთან მიმართებაში  პრივილეგირებული ვერ იქნება

ვერცერთი პოლიტიკოსი, რომელსაც სავარაუდო მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, სხვა პირთან, თუნდაც პოლიციელებთან მიმართებაში პრივილეგირებული ვერ იქნება - სტანდარტი ყველასთვის ერთიანი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე ამნიტიის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

ოხანაშვილის ინფორმაციით, ევროკავშირის ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებს შორის გაიცვალა პოზიცია ამნისტიის აქტში დაზარალებულთა თანხმობის ჩადების საკითხზე.

მან აქვე დასძინა, რომ თუკი საუბარია ახალი ფურცლის გადაფურცლაზე, ეს ყველას ამნისტირებას ნიშნავს. ამასთან, ოხანაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ ამნისტიის აქტის მიღებისას კონვენციური სტანდარტი დაცული იქნება.

“ეს არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, დამამცირებელი მოპყრობა - თუ დადგინდა, რომ ვინმემ ასეთი დანაშაული ჩაიდინა, რა თქმა უნდა, ამნისტია არ შეეხება. კონვენციური სტანდარტი დაცული იქნება, თუმცა გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, როგორც ეს შეთანხების ტექსტში წერია. აქამდე ცდილობდნენ, შეთანხმება არ შემდგარიყო. არავის მივცემთ მიღწეული შეთანხმების ჩაშლის საშუალებას. ამნისტია უნდა გამოიცეს. ამნისტია გამოიცემა და გავრცელდება ყველაზე - ყველა პირზე და ყველა დარღვევაზე თანაბრად, გარდა კონვენციული მიდგომისა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს