ანონსი 26 აპრილი

26 აპრილს, 11:00 საათზე, ააიპ „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია“: აკაკი ხუსკივაძე, აკაკი კობალაძე და კონსტანტინე მაღლაკელიძე „ტერმინალის“ საკონფერენციო სივრცეში, საჯარო პრეზენტაციას თემაზე, „საარჩევნო პროცესში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენება“ გამართავენ.

მის.: აბაშიძის #34/36

საკონტაქტო: აკაკი კობალაძე - 577 22 85 22

26 აპრილს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

26 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება

მის: ინგოროყვას 7

26 აპრილს, 11.00 საათზე, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე გენერალურ პროკურატურასთან ბრიფინგს გამართავს და ნამახვანჰესის მიმდებარე ტერიტორიებისთვის სტატუსის შეცვლის და გაყიდვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.

მის: გორგასალის 24

საკონტაქტო: 599437403

26 აპრილს 12:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართება „ევროპის იმუნიზაციის კვირეულისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია, რომელიც მიმდინარეობს სლოგანით ვაქცინაცია გვაახლოვებს! ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები.

მის: კახეთის გზატკეცილი, #99

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103

26 აპრილს, 12:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საჩივარს „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მოძრაობა „სოლიდარობის“ ხელმძღვანელ ლაშა შუკაკიძესთან ერთად, პერფორმანსის ფონზე საჩივარს შეიტანს.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 001 923

26 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი, მუზეუმის საკონფერენციო დარბაზი.

26 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

26 აპრილს, 12:30 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომა.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

26 აპრილს, 13:00 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოძრაობა „შემახე ამნისტია“ საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით აქციას გამართავს.

საკონტაქტო: 598 54 94 84

26 აპრილს, 13:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

26 აპრილს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

26 აპრილს, 14:00 საათზე, სასტუმრო „სტამბის“ საკონფერენციო სივრცე - რუფტოპში საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციას წარადგენს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.

მის: მერაბ კოსტავას #14, მე-5-ე სართული

26 აპრილს, 15:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

26 აპრილს, 16.00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ჯანდაცვის საკითხებში პარტიის მდივანი ვახო კალოიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: კოვიდ პანდემია - ტესტების დეფიციტი

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08

26 აპრილს, 16:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

26 აპრილს, 16:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

26 აპრილს, 17:00 საათზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა