შეერთებული შტატების მოქალაქეები, რომლებსაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ, ზაფხულისთვის ევროპაში გამგზავრებას შეძლებენ, - შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა New York Times- ან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, ბლოკის 27-ვე წევრი სახელმწიფო უპირობოდ მიიღებს ყველას, ვინც "ევროპის მედიკამენტების სააგენტოს" მიერ დამტიცებული ვაქცინით იქნება აცრილი.
"ამერიკელები, როგორც მე ვხედავ, "ევროპის მედიკამენტების სააგენტოს" მიერ დამტკიცებულ ვაქცინებს იყენებენ. ეს მათ ევროპაში თავისუფლად გადაადგილებისა და მოგზაურობის საშუალებას მისცემს,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკავშირის ქვეყნები მიმდინარე თვეში შეთანხმდნენ, რომ სამგზავრო ე.წ. „კოვიდპასპორტები“ შემოიღონ, რომელიც ვაქცინირებულ, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ, ან კოვიდ 19-ზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეებს უფრო ადვილად მოგზაურობის საშუალებას მისცემს.