საუკეთესო რეჟისურისთვის „ოსკარი“ ქლოა ჩჟაოს, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის - დენიელ კალუიას, ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის კი - იუნ იუ-ჯუნგის გადაეცა

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში „ოსკარის“ მფლობელი ქლოა ჩჟაო გახდა. 39 წლის ჩინელი რეჟისორი ნომინაციაზე წარდგენილი იყო ფილმისთვის „მომთაბარეთა მიწა“.

ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ამერიკის კინოაკადემიამ ჯილდო ქალ რეჟისორს გადასცა. ამ კატეგორიაში გამარჯვებული პირველი ქალი 11 წლის წინ ქეთრინ ბიგელოუ გახდა.

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის “ოსკარი“ 32 წლის ბრიტანელ მსახიობს დენიელ კალუიას გადაეცა შაკა კინგის ფილმში : „იუდა და შავი მესია“ შესრულებული როლისთვის.

ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კი „ოსკარი“ სამხრეთ კორეელ მსახიობს, იუნ იუ-ჯუნგის ერგო ფილმისთვის “მინარი.“

„ოსკარის“ რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონია ლოს ანჯელესში, "იუნიონ სთეიშენში" მიმდინარეობს. პანდემიის გამო, ნომინანტებს ტესტირებისა და კარანტინის პროტოკოლის მკაცრად დაცვა მოუწიათ. ცერემონიას მხოლოდ ნომინანტები და წამყვანების ესწრებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა