თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი - ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება შეურაცხმყოფელია და თურქეთს რეაგირება ექნება

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ კალინი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება შეურაცხმყოფელია და თურქეთს უახლოეს თვეებში რეაგირება ექნება.

„უახლოეს დღეებსა და თვეებში იქნება სხვადასხვა ფორმის, სახის და ხარისხის რეაქცია, ”- განაცხადა იბრაჰიმ კალინმა Reuters-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ამ საკითხზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორშაბათს დაგეგმილი მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგაც ისაუბრებს და მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ, სპეციალურ განცხადებას გააკეთებს თურქეთის პარლამენტიც.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივ მკვლელობას გენოციდი 24 აპრილს უწოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა