წლის საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“  „მომთაბარეთა მიწამ“ მოიპოვა

„ოსკარის“ 93-ე დაჯილდოების ცერემონიალზე წლის ფილმის კატეგორიაში ფილმმა „მომთაბარეთა მიწა“ გაიმარჯვა.

ამავე ფილმში მონაწილეობისთვის ფრენსის მაკდორმანდს „ოსკარი“ ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა.

ფილმის რეჟისორმა ქლოა ჩჟაომ კი ჯილდო წლის რეჟისორის ნომინაციაში მოიპოვა.

საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის „ოსკარი“ ფილმს „მამა“ გადაეცა, საუკეთესო ანიმაციურ ფილმად Pixar-ის „სული“ დასახელდა, საუკეთესო მოკლემეტრაჟიან დოკუმენტური ფილმად - „კოლეტე.“

„ოსკარის“ 93-ე დაჯილდოების ცერემონია ლოს ანჯელესში, "იუნიონ სთეიშენში" მიმდინარეობს. პანდემიის გამო, ნომინანტებს ტესტირებისა და კარანტინის პროტოკოლის მკაცრად დაცვა მოუწიათ. ცერემონიას მხოლოდ ნომინანტები და წამყვანები ესწრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა