თურქეთის თავდაცვის მინისტრი - თურქეთის სამხედრო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში 31 ტერორისტი გაანეიტრალეს

თურქეთის სამხედრო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში მიმდინარე ოპერაციის დროს “ქურთისტანის მუშათა პარტიის” 31 ტერორისტი გაანეიტრალეს, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა.

მისი თქმით, დაჭრილია 6 თურქი ჯარისკაცი.

ამასთან, თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციის დროს ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.

შეგახსენებთ, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში ტერორისტების წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია შაბათს დაიწყო. ოპერაცია, რომლის სამიზნეც „ქურთისტანის მუშათა პარტიაა“ (PKK), მეტინას, ავაშინ – ბასიანის, ზაპისა და ყანდილის რეგიონებს მოიცავს.

ცნობისათვის, „ქურთისტანის მუშათა პარტიაა“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულია თურქეთის, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა