ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გერმანიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გერმანელმა დიპლომატმა ლაშა ხუციშვილს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას, როგორც ფინანსური მხარდაჭერის, ისე ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით.

„გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და სხვა გერმანული ინსტიტუტების დახმარებით, გერმანიის მთავრობა ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, აფინანსებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებს ენერგეტიკის/ენერგოეფექტურობის, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, პროფესიული განათლების, გარემოს დაცვის სექტორებში. ასევე, სოციალური საბაზრო ეკონომიკის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში მხარდაჭერას უწევს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში გერმანიის მხრიდან გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც ნაწილია იმ მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის, განვითარების თანამშრომლობის შესახებ კონსულტაციებისთვის, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, რათა განისაზღვროს მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების პროცესში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა