ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით დაბეჭდილ ბანერებზე მთავრობის ცხელი ხაზის ნომრის ნაცვლად შეცდომით „თბილისი ენერჯის“ ცხელი ხაზის ნომერია მითითებული

ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით დაბეჭდილ ბანერებზე მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის ნომერი შეცდომითაა მითითებული.

კერძოდ, ბანერებზე, რომლებიც ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დამზადდა და დედაქალაქში გარე რეკლამების სახით გამოჩნდა, მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის ნომრად არა 144, არამედ 114-ია მითითებული, რაც თავის მხრივ, „თბილისი ენერჯის“ ცხელი ხაზის ნომერია.

ბანერების მიზანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოქალაქეების დაინტერესებაა. ბანერის ძირითადი სლოგანი სწორედ ისაა, რომ „ვაქცინა გვიცავს“.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ბანერები უახლოეს მომავალში გამოიცვლება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო